ანჩელოტიმ მის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა!

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია / ტრანსფერები 11-ოქტ, 17:379 manchester3 366 0





როგორც იცით, იტალიელმა სპეციალისტმა კარლო ანჩელოტმა მიუნხენის "ბაიერნი" დატოვა. იგი ამჟამად უმუშევარია და გარკვეული დროით არდადეგებზეა წასული.

სპორტული საინფორმაციო წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ "მილანის" ყოფილი თავკაცი სწორედ ამ კლუბს დაუბრუნდება და კვლავ სათავაში ჩაუდგება. ამას არც ანჩელოტი გამორიცხავს, რომელმაც ჟურნალისტებთან შემდეგი განცხადება გააკეთა:

"კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჯერ მუშაობის დაწყებას არ ვაპირებ და წლის ბოლომდე არდადეგებზე ვარ.

დასვენება აუცილებელია, რადგან შემდეგ სეზონს დიდი ოპტიმიზმით შევხვდე. სად გავაგრძელებ კარიერას? – ჯერჯერობით არ ვიცი, ამიტომ ამაზე საუბარი ნაადრევია.

"მილანი"? – როსონერს ჰყავს მთავარი მწვრთნელი, რომელიც თავის საქმეს იდეალურად ასრულებს. იმ შემთხვევაში თუ მონტელა მეტყვის, რომ მისი ასისტენტი ვიყო, აუცილებლად დავბრუნდები"
, – აცხადებს ანჩელოტი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა