სფფ–ს პრეზიდენტის არჩევნები 2011 წლის 22 იანვარს გაიმართება

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო 15-დეკ, 17:539 Sportnews 1626 0





დღეს, მიხეილ მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

აღმასკომმა დღის წესრიგის შესაბამისად სფფ–ს მე–19 საარჩევნო ყრილობის დანიშვნა დრო განსაზღვრა.. სფფ–ს აღმასკომის გადაწყვეტილებით 2011 წლის 22 იანვარს სფფ–ს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება.

სფფ–ს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ ჟურნალისტებთან საუბრისას დაასახელა ის მიზეზები, რის გამოც აღმასკომმა აუცილებლად მიიჩნია არჩევნების ჩატარების თარიღად 2011 წლის დასაწყისში ჩატარება. ესენია:

· ეროვნული ჩემპიონატის 2010-2011 წლის სეზონი ზამთრის პაუზის შემდგომ 12 თებერვალს განახლდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უნდა უზრუნველყოს ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზება, რათა აცილებულ იქნას იმგავრი სახის პრობლემები, რასაც ადგილი უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში ჰქონდა.

· 9 თებერვალს, კიპროსზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები 2011 წლის პირველ მატჩს სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული ამხანაგური მატჩის წინა საწვრთნელი შეკრებისა და უშუალოდ მატჩის ორგანიზება სფფ–მ მაღალ დონეზე უნდა უზრუნველყოს.

· მარტის თვეში, დაგეგმილია უეფას პრეზიდენტის არჩევნები; ამ დროისათვის მოწესრიგებული და დალაგებული უნდა იყოს თითოეულ საფეხბურთო ასოციაციაში და მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ქართულ საფეხბურთო წრეებს შორის ურთიერთობები.

· 2011 წლის მაისის თვეში დაგეგმილია ფიფას პრეზიდენტის არჩევნები. ისევე როგორც უეფას პრეზიდენტის არჩევნების შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც უმჯობესია, წინასწარ იყოს გარკვეული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ფიფას პრეზიდენტის არჩევნებზე ხმის უფლების მქონე პირის ვინაობა.

· მარტში ეროვნულ ნაკრებს ორი ურთულესი მატჩი ელის: საქართველო–ხორვატია; ისრაელი–საქართველო; სფფ–მ ყველა პირობა უნდა შექმნას ეროვნული გუნდისათის სრულფასოვანი მოსამზადებელი ეტაპის გასავლელად, რათა ამ ორ მატჩზე თემურ ქეცბაიას გუნდმა წარმატებით გამოსვლა შეძლოს.

· მარტის თვეში, საფრანგეთში დაგეგმილია ჩვიდმეტ წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდი, რომელშიც კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი მონაწილეობს. ელიტ რაუნდამდე გამოსასვლელად ამ ნაკრებისათვის შეკრებებისა და ამხანაგური მატჩების ორგანიზებაა აუცილებელი.

· მაქსიმალურად დიდი სამუშაოებია გასაწევი იმისათვის, რათა სფფ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარის ოდენობის დახმარება დაუმტკიცდეს, რაც გათვლილია ფეხბურთის ფედერაციის 2011 წლის სანაკრებო საქმიანობის დაფინანსებაზე.

სფფ–ს წესდების შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა განაცხადები სფფ–ს გენერალურ სამდივნოს 2011 წლის 12 იანვრამდე უნდა წარუდგინონ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა