საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა უდიდეს წარმატებას მიაღწია!

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა უდიდეს წარმატებას მიაღწია!

11-10-2017, 17:51

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მორიგ საოცარ წარმატებას მიაღწია. გიორგი ყიფიანის გუნდი მართლაც იდეალურად გამოიყურება, რაც დიდი მომავლის მაუწყებელია.

მათ მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს და ამჯერად ძალიან ძლიერ, ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ. ახალგაზრდებმა, თავიანთ მეტოქე ფინეთს 2:0 სძლიეს. ორივე გოლი პირველ ტაიმში ბექა ქავთარაძემ გაიტანა.

მეორე ნახევრის ბოლოს საქართველოს ნაკრები ბექა ხარშილაძის გაძევების გამო უმცირესობაში იყო, თუმცა მეტოქეს გოლის გატანის შანსი არ მისცა და სამ დღეში მეორედ დაამარცხა.

გიორგი ყიფიანმა ამჯერად ასეთი შემადგენლობა დააყენა: კერესელიძე, მალი, ასათიანი, ჯინჯოლავა, ხარაბაძე, ანდრონიკაშვილი, დარცმელია, ქოჩორაშვილი, ზარიძე, ნ. ნინუა, ქავთარაძე.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით