ფიბამ ქართველ მსაჯებ-კომისრებს ოფიციალურად მიმართა

ფიბამ ქართველ მსაჯებ-კომისრებს ოფიციალურად მიმართა

11-10-2017, 18:04

დღეს იწყება კალათბურთში ევროპის საკლუბო თასების რეგულარული სეზონები ქალთა ევროლიგასა და ქალთა ევროპის თასზე. ფიბამ ოქტომბერში დაგეგმილ მატჩების განსასჯელად ქართველი მსაჯები და კომისრები ამგვარად გადაანაწილა:

მაკა კუპატაძე (მსაჯი).

ქალთა ევროპის თასი. 11 ოქტომბერი. მერსინი (თურქეთი): მერსინი (თურქეთი) - კოშიცე (სლოვაკეთი).

ქალთა ევროლიგა. 18 ოქტომბერი. პოლკოვიცე (პოლონეთი): პოლკოვიცე (პოლონეთი) - შოპრონი (უნგრეთი).

ქალთა ევროპის თასი. 25 ოქტომბერი. ათენი (საბერძნეთი): ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი) - ტტტ რიგა (ლატვია).

მერაბ რატიშვილი (კომისარი).

ქალთა ევროპის თასი. 12 ოქტომბერი. ანტაკია (თურქეთი): ჰათაი (თურქეთი) - პიეშტანსკე ჩაიკი (სლოვაკეთი).

ქალთა ევროლიგა. 25 ოქტომბერი. სტამბოლი (თურქეთი): ფენერბაჰჩე (თურქეთი) - ბლმა (საფრანგეთი).

ქალთა ევროპის თასი. 26 ოქტომბერი. სტამბოლი (თურქეთი): ბეშიქთაში (თურქეთი) - გორჟოვი (პოლონეთი).

რაც შეეხება ვაჟთა ასპარეზობას - ფიბა ევროპის თასს, აქ რეგულარული სეზონი 18 ოქტომბერს დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირზე იასპარეზებს თბილისის „დინამო“, რომელიც პირველ მატჩს 18 ოქტომბერს ბულგარეთში, სოფიის „ლუკოილ აკადემიკის“ წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 25 ოქტომბერს თბილისში რუმინეთის „კლუჟს“ უმასპინძლებს. ამ კვირის ბოლოს ფიბა „დინამოს“ აღნიშნული მატჩების მსაჟებისა და კომისრების ვინაობას გამოაცხადებს.

ინფორმაციის წყარო: GBF.ge

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით