"ბარსა" "ლივერპულისგან" რამდენიმე ფეხბურთელის შეძენას ლამობს

11-10-2017, 18:35

"ბარსელონას" აღმასრულებელმა დირექტორმა ოსკარ გრაუმ განაცხადა, რომ კლუბი იანვარში უკვე მზად იქნება "ლივერპულისგან" კოუტინიოს საყიდლად.

"ჩვენ მზად ვართ როგორც ფილიპე კოუტინიოს, ასევე სხვა ფეხბურთელის შეძენისათვის, გააჩნია სამწვრთნელო შტაბს ვინ დაჭირდება ზამთრის სატრანსფერო პერიოდში. თუმცაღა, აუცილებელია ბალანსის შენარჩუნება - თუ გუნდში ახალი სახე ჩნდება, პარალელურად ვიღაც აუცილებლად უნდა წავიდეს."

"უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ "პ.ს.ჟ."-ს ნეიმარი მივყიდეთ. კლუბმა ფეხბურთელში 188 მილიონი ევრო მიიღო. ყველანაირი გადასახადის გასტუმრების შემდგომ სუფთა მოგება 144 მილიონი ევრო დაგვრჩა. ამ თანხამ მთლიანად "ბარსელონას" ხაზინაში გადაინაცვლა. " - ციტირებს გრაუს სიტყვებს სპორტული გამოცემა "Goal".

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით