ძალიან საინტერესო ფაქტი მესისა და "არგენტინის" ეროვნულის ნაკრების შესახებ

ძალიან საინტერესო ფაქტი მესისა და

11-10-2017, 20:21

"არგენტინის" ეროვნული ნაკრები 2018 წლის "მსოფლიო ჩემპიონატის" "პლეი-ოფ"-ის ეტაპზე გავიდა. ამასობაში, ძალიან საინტერესო ფაქტი გახდა ცნობილი.

2018 წლის "მსოფლიო ჩემპიონატის" შესარჩევი ციკლის მატჩებში 2016 წლის ნოემბრის შემდგომ "არგენტინის" ეროვნულ ნაკრებში გოლები მხოლოდ მესის აქვს გატანილი. მის გარდა 2016 წლის ნოემბრის შემდგომ მოწინააღმდეგის კარში ბურთი არავის გაუტანია. ამ თარიღიდან მოყოლებული, 6 შეხვედრაში არგენტინელებმა 5 გოლის გატანა მოახერხეს. 4 გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა, ერთი კი ავტოგოლი იყო.

2018 წლის "მსოფლიო ჩემპიონატის" შესარჩევ ციკლში, "ეკვადორის" ეროვნულ ნაკრებზე მოპოვებული გამარჯვებით, "არგენტინამ" ჯგუფში მე-3 ადგილი გაიმყარა და რუსეთში "პლეი-ოფ"-ის საგზურიც მოიპოვა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით