ფაბიო ფონინი: დაკარგული ტალანტი და კიდევ ერთი მკაცრი სასჯელი

ფაბიო ფონინი: დაკარგული ტალანტი და კიდევ ერთი მკაცრი სასჯელი

12-10-2017, 11:52

მომდევნო სეზონში იტალიელი ჩოგბურთელი ფაბიო ფონინი "დიდი მუზარადის" ორ ტურნირს გამოტოვებს. ეს ინფორმაცია "ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის" პრესს სამსახურმა გამოაქვეყნა. ერთ-ერთი "დიდი მუზარადის" ტურნირი, რომელზეც ფონინი ვერ შეძლებს ასპარეზობას აუცილებლად იქნება "ამერიკის ღია პირველობა".

როგორც "ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია" იუწყება, იტალიელის ქცევა 2017 წლის "ამერიკის ღია პირველობაზე" სრულიად ზღვარგადასული და მიუღებელია. ფონინიმ ქალ კოშკურის მსაჯს "მეძავი" უწოდა.

ფონინის ჯარიმის გადახდაც მოუწევს $96,000 ოდენობით და პლუს $24,000, რომელიც "ამერიკის ღია პირველობის" ხელმძღვანელობამ გამოუწერა. თუ "დიდი მუზარადის" ტურნირებზე ფონინი შენიშვნას აღარ მიიღებს, მაშინ ჯარიმის თანხა შესაძლოა განახევრდეს. თუ 2018 წლის სეზონში იტალიელი ჩოგბურთელი არცერთ წესს აღარ დაარღვევს, ფონინიმ შესაძლოა "დიდი მუზარადებიდან" დისკვალიფიკაცია თავიდან აიცილოს.

თუკი ფონინი მომდევნო ორი წლის განმავლობაში "დიდი მუზარადის" ტურნირზე შეუსაბამოდ მოიქცევა და წესებსაც არაფრად ჩააგდებს, დასჯის ხარისხი შესაძლოა უფრო გამკაცრდეს.

იტალიელმა "ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის" განაჩენი მშვიდად მიიღო და გასაჩივრებას აღარ აპირებს. იგი დარწმუნებულია, რომ მომავალში შენიშვნას აღარ მიიღებს.

ჯარიმის მთელი თანხა "ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის" მიერ შექმნილ "დიდი მუზარადების" განვითარების ფონდში გადაირიცხება.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით