"მილანი" ბრაზილიელ ნახევარმცველთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია / ბრაზილია / ტრანსფერები 12-ოქტ, 11:529 GioToServe 697 0





"სანტოსის" და "ბრაზილიის" ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ლუკას ლიმამ შესაძლოა კარიერა "მილანში" განაგრძოს.

როგორც "UOL Esporte" იუწყება, იტალიურმა კლუბმა უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები 27 წლის ფეხბურთელთან.

აღინიშნება ის ფაქტიც, რომ "მილანი" ფეხბურთელისათვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტია და მზადაა ბრაზილიელ ნახევარმცველს მაღალი ხელფასიც გადაუხადოს.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს ლიმას ერთი ნაბიჯი აცილებდა "ბარსელონაში" გადასვლისგან, მაგრამ ტრანსფერი აღარ შედგა.

მიმდინარე სეზონში ლიმამ "სანტოსის" შემადგენლობაში 36 მატჩი ჩაატარა. მან 3 გოლის გატანა შეძლო და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა