რომელი კლუბის მწვრთნელი გახდება იოაჰიმ ლიოვი?

სიახლეები / ფეხბურთი / გერმანია / ტრანსფერები 12-ოქტ, 18:489 manchester3 359 0





გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი სანაკრებო კარიერასთან ერთად საკლუბოსაც იწყებს. არ არის გამორიცხული, რომ 2018 წლის მუნდიალის შემდეგ 57 წლის სპეციალისტმა ბუნდესლიგაში დაიწყოს მუშაობა.

მიუნხენელები თავკაცის ძიებაში არიან, რადგან სექტემბერში პოსტიდან კარლო ანჩელოტი გაათავისუფლეს. იგი 72 წლის იუპ ჰაინკესმა შეცვალა, რომელიც კლუბში სეზონის ბოლომდე იმუშავებს.

შემდეგ სეზონში კი სავარაუდოდ, რეკორდმაისტერებს სათავეში სწორედ ლიოვი ჩაუდგება. გერმანელმა მწვრთნელმა თავის ნაკრებს 2008 წლის ევროპი ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, 2012 და 2016 წლების ევროპის ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედლები, ხოლო 2014 წელს მუნდიალი მოაგებინა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა