ინიესტამ ყველა დროის საუკეთესო 4 ფეხბურთელი დაასახელა!

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი 12-ოქტ, 19:139 manchester3 2924 0





ჟურნალისტებმა, კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელს ანდრეს ინიესტას სიმბოლური 11-ეულის შედგენა სთხოვეს. მან საოცნებო გუნდის ნაცვლად, ყველა დროის საუკეთესო 4 ფეხბურთელი დაასახელა.

"პიტერ შმეიხელი – იგი მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო მეკარეა. ბავშვობაში ძალიან მხიბლავდა მისი თამაში, ამიტომაც ყოველთვის მსურდა მასთან ერთად გუნდში ყოფნა.

პაოლო მალდინი – ადამიანი, რომელიც ნებისმიერი კლუბის ქომაგს ძალიან უყვარს. მან კარიერის განმავლობაში უამრავი ტიტული მოიგო და ამის მთავარი მიზეზი მონდომება გახლდათ.

მიქაელ ლაუდრუპი – ის არის ჩემი ბავშვობის კუმირი და უბრალოდ მისაბაძი პირობნება. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ლაუდრუპის გვერდით.

რონალდო – ბრაზილიელი ლეგენდა, რომელმაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ძალიან ბევრი რამ თქვა. იგი თავის პოზიციაზე საუკეთესო გახლდათ, ამიტომაც მასთან ერთად დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი",
– აცხადებს ინიესტა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა