ძალიან უცნაურია: ვინ დაასახელა ჩავიმ მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველად?

სიახლეები / ფეხბურთი 12-ოქტ, 20:209 manchester3 2241 0





კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ჩავი ერნანდესმა ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა. ესპანელმა ლეგენდარულმა მოთამაშემ, მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა.

"სერხიო ბუსკეტსი არის ფეხბურთელი, რომელიც შეცდომას პრაქტიკულად არ უშვებს.

როდესაც მან ჩვენთან პირველად ივარჯიშა, მივხვდი, რომ განსაკუთრებული მოთამაშე იყო. დღეს კი, მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველია.

იგი გონივრულ პრესინგს მიმართავს, რათა გუნდმა მშვიდად შეძლოს მეტოქეზე ზეწოლის მოხდენა. ტექნიკურია, კარგად მუშაობს ორივე ფეხით და თავითაც",
– აცხადებს ჩავი.

მიუხედავად ერნანდესის არჩევანისა, რომელმაც თავისი აზრი დააფიქსირა, ამან ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. გულშემატკივარი ფიქრობს, რომ ბუსკეტსის მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარება, გადამეტებული ნათქვამია და ეს ძალიან უცნაურად მიიჩნიეს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა