„კობიაშვილი ბარსელონის ლიდერი იყო და ევროპის ჩემპიონი"- ქაშაკაშვილის შეცდომა დებატებისას (ვიდეო)

„კობიაშვილი ბარსელონის ლიდერი იყო და ევროპის ჩემპიონი

12-10-2017, 21:18

ალპინისტმა ბენო ქაშაკაშვილმა, რომელიც ამჟამად „ქართული ოცნების“ წევრია, ტვ პირველის ეთერში დებატების დროს , ლევან კობიაშვილის საფეხბურთო მიღწევების დასახელებისას ისეთი ტიტულები ჩამოთვალა, რომელსაც კობიაშვილთან საერთო არ აქვს. ქაშაკაშვილის თქმით, ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ღირსი იყო, რადგან ის ს/კ ბარსელონას ლიდერი და ევროპის ჩემპიონია:

„ლევან კობიაშვილი ბარსელონის ლიდერი იყო და ევროპის ჩემპიონი და კობიაშვილი თუ მივიდა ფედერაციაში ეგ გიკვირს?“- მიმართა ქაშაკაშვილმა ენმ-ს წევრ ლევან ხაბეიშვილს.

ლევან კობიაშვილს საკმაო ტიტულები აქვს, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებული აქვს რეკორდული რაოდენობის 100 შეხვედრა. ასპარეზობდა გერმანული ბუნდესლიგის კლუბებში: ფრაიბურგში, შალკეში და ჰერტაში, თუმცა ბარსელონას ლიდერი და ევროპის ჩემპიონი ნამდვილად არ ყოფილა.

წყარო: newposts.ge

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით