"იტალიის" ეროვნულ ნაკრებს ლეგენდარული მწვრთნელი გაუძღვება

12-10-2017, 21:30

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია დაფიქსირებული შედეგებით არც თუ ისე კმაყოფილია. ეროვნული ნაკრებს ამჟამად ჯამპიერო ვენტურა ხელმძღვანელობს, თუმცა მწვრთნელი პოსტის დატოვების საფრთხის ქვეშ იმყოფება.

როგორც "Corriere dello Sport" იუწყება, ვენტურას შეცვლის შემთხვევაში, ვაკანტურ პოზიციას ფაბიო კაპელო დაიკავებს, რომელიც ამჯამად ჩინურ კლუბ "ცზიანსუ სუნინს" ხელმძღვანელობს.

წყაროს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ "იტალიის" ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წლის "მსოფლიო ჩემპიონატზე" შეძლო გასვლა, ფედერაცია საშუალებას მისცემს ვენტურას ტურნირის ბოლომდე დარჩეს გუნდში. თუკი იტალია ვერ გავიდა "პლეი-ოფში" და რუსეთის საგზური ვერ მოიპოვა, ეს პირველ რიგში ვენტურას კრახად ჩაითვლება და მწვრთნელი დაუყოვნებლივ განთავისუფლდება პოსტიდან.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო კაპელო "ცზიანსუ სუნინის" მწვრთნელი მიმდინარე წლის ივნისის პირველი ნახევრიდან გახდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წლის "მსოფლიო ჩემპიონატის" შესარჩევი ციკლის ფარგლებში "იტალიის" ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფში მე-2 პოზიცია დაიკავა და მომდევნო ეტაპზე იასპარეზებს.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით