დღის ახალი ამბები

სამწუხარო ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

სამწუხარო ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

ქართველ გულშემატკივრებში არსებული დიდი მოლოდინის მიუხედავად, ხვიჩა კვარაცხელია ზამთრის სატრანსფერო ფანჯარამდე რუსულ “რუბინს” არ დატოვებს. ყაზანური კლუბის დირექტორის თქმით, ზაფხულში მათ ოფიციალური შეთავაზება არ მიუღიათ.

“ხვიჩა არ წავიდა, რაც ძალიან გვახარებს. მისი გაყიდვა ჩვენი მისია არც არასდროს ყოფილა, უბრალოდ ძალიან ბევრი საუბარი იყო ამის შესახებ.

 სპეკულირებდნენ, რომ მისი ტრანსფერით ბევრი კლუბი იყო დაინტერესებული. მისი ტრანსფერის თაობაზე ერთი წინადადებაც არ მიგვიღია.

ჩვენ მისთვის ფასი არ დაგვიდია, ამიტომაც არ შეიძლება იმაზე საუბარი, რომ ძვირს ვითხოვდით. ხვიჩას სანაცვლოდ რუბლიც კი არავის შემოუთავაზებია. განსახილველი არაფერია.

ჩვენ მზად ვიყავით მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ წინადადებები არ მიგვიღია. ის დარჩა და ჩვენ ეს გვახარებს. ჩვენ მისნაირი ფეხბურთელი გვჭირდება. როგორც ჩანს, ფანებსაც ძალიან შეუყვარდათ ის. ახლა ის “რუბინის” ფეხბურთელია,” – აცხადებს რუსტემ საიმანოვი.






გაზიარება
მოინახულეს 926-ჯერ
კომენტარები
რეკლამა