Image

შერმადინის საოცრება – მათ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხეს!

სიახლეები / კალათბურთი / ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 13-ოქტ, 15:329 manchester3 2333


















გიორგი შერმადინის ბრწყინვალე დაბრუნება ევროლიგაში. ქართველ ცენტრს სულ რაღაც 14:55 წუთი დასჭირდა საიმისოდ, გუნდის ბომბარდირი გამხდარიყო, მისმა „უნიკახამ“ კი ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი - სტამბოლის „ფენერბაჰჩე“ დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 14:55 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 8-დან 5 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და “უნიკახას” რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო. ამასთან გარდა, მან 1 შეცდომა დაუშვა, მეტოქეები 3-ჯერ აიძულა დაჯარიმებულიყვნენ, თავად კი, თამაშის წესები არ დაურღვევია.

უნიკახელთაგან გიორგის მეტს არავის მიუღწევია 10-ქულიან ზღვრამდე. დეიან მუსლიმ 9 ქულა მიითვალა, ნემიანია ნედოვიჩმა და დრაგან მილოსავლიევიჩმა კი - 8-8 დააგროვეს. “ფენერბაჰჩეს” მხრიდან საუკეთესონი ბერძენი კოსტას სლუკასი (15 ქულა, 5 მოხსნა, 7 პასი), იტალიელი ლუიჯი დატომე (13 ქულა) და ჩეხი იან ვესელი (12 ქულა, 8 მოხსნა) იყვნენ.

„უნიკახა“ მორიგ მატჩს 20 ოქტომბერს, შერმადინის ყოფილ კლუბ „ოლიმპიაკოსთან“ გამართავს.

ინფორმაციის წყარო: GBF.GE

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2019 (341)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
რეკლამა