უნდა დარჩეს თუ არა ვლადიმერ ვაისი?... კაშიას პასუხი საინტერესო კითხვაზე!

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო / უცხოური ფეხბურთი 13-ოქტ, 15:479 manchester3 4073 0






როგორც იცით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვების გარეშე დაასრულა. ჩვენი გუნდის ვიცე–კაპიტანმა გურამ კაშიამ ძალიან საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"რატომ ვერ მოვიგეთ ვერცერთი შეხვედრა?... მიმდინარე ციკლში შევიცვალეთ ფეხბურთელები, ახალი მწვრთნელი მოვიდა, რომელმაც ყველაფერი რადიკალურად შეცვალა.

უფრო გაბედულად და თამამად ვთამაშობთ, რაც სამწუხაროდ შედეგზე არ აისახა. რათქმაუნდა ყოველივე ეს გულდასაწყვეტია, როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე მწვრთნელებისთვის.

უნდა დარჩეს თუ არა ვლადიმერ ვაისი?... რათქმაუნდა თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს, რადგან პროგრესს ყველა უნდა ხედავდეს. რამდენიმე წლის წინ 3-4 პასს ვერ ვაბამდით, დღეს გაცილებით უკეთესად ვთამაშობთ.

მე ვფიქრობ, რომ თუ ვლადიმირ ვაისი გუნდში დარჩება, საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო გააუმჯობესებს თამაშის ხარისხს. მართალია ამ ციკლში არაფერი გამოგვივიდა, მაგრამ მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპებზე აუცილებლად მივაღწევთ მიზანს",
– აცხადებს კაშია.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018