"ATP შანხაის მასტერსზე" როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის ფინალი მწიფდება

სიახლეები / ჩოგბურთი / მსოფლიო ჩოგბურთი 13-ოქტ, 20:409 GioToServe 754 0






მიმდინარე კვირის "ATP შანხაის" ტურნირზე 1/2 ფინალისტები გამოიკვეთა.

დღეს, პირველ მატჩში ხორვატმა ჩოგბურთელმა მარინ ჩილიჩმა 2 სეტში მარტივად სძლია ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს, ანგარიშით 6:3, 6:4.

მომდევნო დაპირისპირებაში რაფაელ ნადალმა რთულად, 3 სეტში დაამარცხა ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი, ანგარიშით 6-4, 6-7(4), 6-3.

არგენტინელმა ხუან-მარტინ დელ პოტრომ 3 სეტიან დაძაბულ ბრძოლაში სერბი ვიქტორ ტროიცკი დაჯაბნა, ანგარიშით 4-6, 6-1, 6-4.

უკანასკნელ დაპირისპირებაში შვეიცარელმა როჯერ ფედერერმა ფრანგი რიშარ გასკე დამაჯერებლად დაამარცხა 2 სეტში, ანგარიშით 7-5, 6-4.

შესაბამისად, "მასტერსის" 1/2 ფინალში რაფაელ ნადალი მარინ ჩილიჩს შეხვდება, ხოლო დელ პოტრო როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება.

ნადალიც და ფედერერიც სოლიდურ ფავორიტებად ითვლებიან და დიდი შანსია მათი კიდევ ერთი დაპირისპირება იხილონ ჩოგბურთის გულშემატკივრებმა.

ნადალსა და ჩილიჩს შორის პირად შეხვედრებში ანგარიში 5-1 გახლავთ ნადალის სასარგებლოდ. ჩილიჩმა პირველი შეხვედრა 2009 წელს მოუგო ნადალს "ATP პეკინის" ტურნირზე, ხოლო მომდევნო შეხვედრებში ნადალმა იმარჯვა.

როჯერ ფედერერსა და ხუან-მარტინ დელ პოტროს შორის პირად შეხვედრებში ანგარიში 16-6 გახლავთ შვეიცარელის სასარგებლოდ, თუმცა უკანასკნელი შეხვედრა დელ პოტრომ მოიგო. ეს ახლახანს, 2017 წლის "ამერიკის ღია პირველობაზე" მოხდა. დელ პოტრომ ფორმაში არ მყოფი ფედერერი 4 სეტში დაამარცხა.

ნადალისა და ჩილიჩის დაპირისპირება თბილისის დროით 12:30 საათზეა ჩანიშნული, ფედერერი-დელ-პოტრო კი 16:00 საათზე.

იმ შემთხვევაში თუ რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან, ეს ჩოგბურთელების 38-ე დაპირისპირება იქნება. ესპანელს 23 მოგება აქვს შვეიცარელის წინააღმდეგ, როჯერმა კი 14-ჯერ სძლია მეტოქეს. აღსანიშნავია ისიც, რომ უკანასკნელი 4 შეხვედრაც "ჰარდის" საფარზე გაიმართა და ოთხივე დაპირისპირებაში შვეიცარელმა იმარჯვა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018