Image

მესი "სიტიში?" - შედგება თუ არა ჯერ კიდევ წარმოუდგენელი ტრანსფერი

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / ტრანსფერები / ტალანტები 14-ოქტ, 14:009 GioToServe 841


















როგორც "The Sun" იუწყება, "ბარსელონას" ლიდერმა და მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ შესაძლოა კლუბი შეიცვალოს. წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელი უკვე სერიოზულად ფიქრობს აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე.

არგენტინელის კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2018 წლის ზაფხულში იწურება, მაგრამ თავად ფეხბურთელი დარწმუნებული არაა განაგრძობს თუ არა კარიერას კატალონიურ კლუბში.

მესის კლუბის შეცვლის გადაწყვეტილებაზე შესაძლოა 3 ფაქტორს ემოქმედა:

1) კატალონიაში არასასურველი და არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციაა.

2) კლუბის მწვრთნელად ერნესტო ვალვერდე მოგვევლინა.

3) ნეიმარის გახმაურებული ტრანსფერი "პ.ს.ჟ."-ში.

ამ ეტაპისათვის ლიონელ მესის მხოლოდ "მანჩესტერ სიტისგან" აქვს შეთავაზება მიღებული. უდავოა, რომ მესი აღნიშნულ შემოთავაზებას კარიერის მომდევნო ეტაპის ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილავს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელი ჟოზეპ "პეპ" გვარდიოლაა, რომელიც არგენტინელი თავდამსხმელისათვის უდავო ავტორიტეტს წარმოადგენს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (172)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა