კიდევ ერთი კლასიკა: "ATP შანხაის" ფინალში ფედერერი ნადალს დაუპირისპირდება

კიდევ ერთი კლასიკა:

14-10-2017, 22:02

მიმდინარე სეზონში როჯერ ფედერერი დიდი ხნის მეტოქეს რაფაელ ნადალს მეოთხედ დაუპირისპირდება.

მან “ATP შანხაის მასტერსის“ ½ ფინალში არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა. პირველი სეტი შვეიცარელმა დათმო ანგარიშით 3-6, ხოლო შემდგომ „ქამბექის“ სისრულეში მოყვანა შეძლო და მეტოქე 3 სეტში დაამარცხა, ანგარიშით 3-6, 6-3, 6-3. 2014 წლის ტურნირის ჩემპიონი “ATP მასტერსის“ 1000 ქულიანი ტურნირის ფინალში წელს მესამედ ითამაშებს.

ნადალის მოწინააღმდეგე 1/2 ფინალში მარინ ჩილიჩი გახლდათ. ესპანელმა რთულ ბრძოლაში 2 სეტში, 6-4, 7-6(3) ანგარიშით დაამარცხა ხორვატი.

ფედერერის გამარჯვებით „ATP შანხაის მასტერსის“ ფინალში ძალიან მნიშვნელოვანი ფინალი გაიმართება. ნადალი და ფედერერი პირველობისთვისაც იბრძოლებენ. თუ ნადალმა ხვალინდელი შეხვედრა მოიგო, იგი „ATP ლონდონისკენ რბოლაში“ 2,760 ქულით დაწინაურდება და ესპანელის პირველობა ეჭვგარეშე იქნება.

თუ ფედერერმა ნადალის ზედიზედ მეხუთედ დამარცხება შეძლო, მაშინ შვეიცარელი შეამცირებს სხვაობას 1,960 ქულამდე. აღნიშნული ქულების რაოდენობაც არაა ცოტა, მაგრამ თუ ფედერერი წლის მიწურულს ისევე კარგად იასპარეზებს, როგორც დასაწყისში შეძლო, მაშინ 2009 წლის შემდგომ, შვეიცარელს პირველად ექნება შანსი რომ წელიწადი “ATP” რეიტინგში პირველ ნომრად მყოფმა დახუროს.

“რაფამ და მე ტურში დიდი დრო დავყავით და კარიერის ამ ეტაპზეც რომ ვხვდებით ერთმანეთს, ეს ძალიან სასიამოვნოა,“ განაცხადა ფედერერმა. „ფინალში რამდენიმე შანსი მოგვეცემა და ვინც კარგად გამოიყენებს მათ, ის იქნება გამარჯვებული. მთავარია კრიტიკულ მომენტში არ აღელდე.“

2017 წელს ტურნირის ფინალში ფედერერი მესამედ დაუპირისპირდება ნადალს. მან ესპანელის დამარცხება „ავსტრალიის ღია პირველობაზე“ და „მაიამის მასტერსზე“ შეძლო. შვეიცარელმა ასევე დაამარცხა ნადალი „ინდიან უელსის მასტერსის“ 1/8 ფინალში.

ორ ჩოგბურთელს შორის პირად შეხვედრებში ანგარიში ისევ და ისევ ნადალის სასარგებლოდაა 23-14. ფედერერი პირადი სტატისტიკის გაუმჯობესებას შეეცდება.

ესპანელ ნადალს ზედიზედ 16 მატჩი აქვს მოგებული. იგი მე-7 ტიტულის აღმართვას შეეცდება.

ფედერერის წარმატების შემთხვევაში, წელს შვეიცარელსა და ესპანელს თანაბარი რაოდენობის - 6 ტიტული ექნებათ მოგებული.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით