სიახლეები / ფეხბურთი / იტალია
რა პროფესიის გახდება ბუფონი კარიერის დასრულების შემდეგ?

იტალიელმა ხელოვნებათმცოდნემ და მწერალმა ვიტორიო სგარბიმ, რომელიც პოლიტიკიური პარტია "აღორძინების" ხელმძღვანელია, ლეგენდარულ ფეხბურთელზე ჯანლუიჯი ბუფონზე ისაუბრა.

"ტურინელთა ვეტერანი კიპერი უკვე წლებია იტალიის ეროვნული ნაკრების კარს იცავს. ის ნამდვილი პატრიოტი ადამიანია, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა და ზოგადად სპორტი.

იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებს მოვიგებთ, მაშინ იტალიის სპორტის ახალი მინისტრი, სწორედ ჯანლუიჯი ბუფონი იქნება.

მე მას პირადად შევხვდი და დიდი მხარდაჭერაც მივიღე. ჯიჯი ძალიან მაგარი პიროვნებაა"
, - განაცხადა სგარბიმ.










კომენტარის დამატება