Image

ხამეს როდრიგესმა შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნი" დატოვოს

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / გერმანია / ტრანსფერები 15-ოქტ, 16:169 GioToServe 925


















"კოლუმბიის" ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა შესაძლოა კარიერა ამერიკაში - "MLS"-ის ერთ-ერთ კლუბში განაგრძოს.

როდრიგესს მადრიდის "რეალთან" მრავალწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, მაგრამ მიუნხენის "ბაიერნში" იჯარის პირობებით ასპარეზობს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელს მიუნხენის დატოვება სურს იმდენად, რამდენადაც კარლო ანჩელოტის წასვლის შემდგომ თავის თავს კლუბში ვეღარ ხედავს. მიუნხენის "ბაიერნი" არ შეეცდება ხამესის შეკავებას და მზადაა დაემშვიდობოს მას, თუნდაც ამის გამო ჯარიმის გადახდა მოუწიოს.

ხამეს როდრიგესი მადრიდის "რეალში" დაბრუნებას არ აპირებს. როგორც ჩანს, ფეხბურთელით დაინტერესებულია "ორლანდო სიტი" და "ნიუ-იორკ სიტი."

ცოტა ხნის წინ, როდრიგესის სახელს ინგლისური "პრემიერ-ლიგის" არაერთ კლუბთან აკავშირებდნენ.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (262)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა