რატომ არ გაუშვა ზიდანმა ბეილი "იუნაიტედში" და ვის ითხოვს მწვრთნელი უელსელის სანაცვლოდ?

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / ტრანსფერები 15-ოქტ, 18:599 GioToServe 1126 0






მადრიდის „რეალი“ მზადაა გარეტ ბეილის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გასაშვებად, ოღონდ ერთი პირობით - გარიგებაში ჩართული უნდა იყოს დავიდ დე ხეა.

ესპანელი გოლკიპერი დიდი ხანია მადრიდის „რეალის“ ინტერესის სფეროშია მოქცეული. 2015 წლის ზაფხულში „რეალს“ ერთი ნაბიჯი აშორებდა მეკარის ტრანსფერის განსახორციელებლად. ბოლო ორი სეზონია, რაც მადრიდის „რეალის“ კარს 30 წლის კეილორ ნავასი იცავს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობას კარგად ესმის ის ფაქტი, რომ ადრე თუ გვიან გამოჩენილი გოლკიპერის მოწვევა მაინც დასჭირდება.

პარალელურად, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო გარეტ ბეილის შესყიდვითაა დაინტერესებული. ირკვევა ისიც, რომ კლუბი უკვე შეეცადა უელსელთან მოლაპარაკებების წარმოებას, მაგრამ ზინედინ ზიდანმა მოითხოვა გარიგებაში დე ხეას ჩართვა.

როგორც გამოცემა „Daily Mirror” იუწყება, მომავალ ზაფხულს ორივე კლუბს შეეძლება მიიღოს ის, რაც სურს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018