დისკვალიფიკაციიდან დაბრუნებულმა შარაპოვამ "WTA ტიანძინის" ტურნირზე გამარჯვება იზეიმა

სიახლეები / ჩოგბურთი / მსოფლიო ჩოგბურთი 15-ოქტ, 22:099 GioToServe 481 0






რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ "WTA ტიანძინის" ტურნირის მოგება შეძლო. ჩემპიონატის საპრიზო თანხა 425,000 დოლარს შეადგენდა.

ფინალში შარაპოვამ ბელორუსი არინა საბალენკა 3 სეტში, ანგარიშით 7:5, 7:6(10:8) დაამარცხა.

ჩოგბურთელებმა კორტზე 2 საათი და 7 წუთი გაატარეს. პირველ სეტში მარია 1:4 ანგარიშით აგებდა, მეორეში კი 1:5 ანგარიშით ჩამორჩებოდა მეტოქეს, მაგრამ ორივე შემთხვევაში შეძლო დეფიციტის აღმოფხვრა და შეხვედრის მოგებაც მოახერხა.

შარაპოვამ 7 ეისი ჩააწოდა, 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 16-დან 6 "ბრეიკ-პოინტის" რეალიზაცია შეძლო. ბელორუსის ანგარიშზე 1 ეისია, 5 ორმაგი შეცდომა და 5 "ბრეიკი".

შარაპოვამ კარიერაში 36-ე ტიტულის აღმართვა მოახერხა. რუს ჩოგბურთელს "დიდი მუზარადის" 5 ტურნირი აქვს მოგებული.

დისკვალიფიკაციიდან დაბრუნების შემდგომ, შარაპოვამ პირველად შეძლო "WTA" ტურნირის მოგება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018