ფედერერი: "მე ვერ დავეწევი ნადალს"

სიახლეები / ჩოგბურთი / მსოფლიო ჩოგბურთი 16-ოქტ, 18:079 GioToServe 3039 0






კვირას, "ATP შანხაის მასტერსის" ფინალში როჯერ ფედერერმა რაფაელ ნადალი დამაჯერებლად დაამარცხა 2 სეტში, ანგარიშით 6-4, 6-3.

ფედერერი გამოტყდა და თქვა, რომ ესპანელს ვეღარ დაეწევა პირად შეხვედრებში მოპოვებულ გამარჯვებებში.

პირად შეხვედრებში, ამ ეტაპზე ნადალი 23-15 უგებს შვეიცარელს. როჯერი აღნიშნულ მაჩვენებელში თავის მარცხს უკვე შეეგუა.

"მე ვერ დავეწევი ნადალს, უბრალოდ ვიცი რომ ვერ შევძლებ ამას," განაცხადა ფედერერმა ჩინეთში მოპოვებული გამარჯვების შემდგომ.

"წლის მიწურულისათვის ჯერ-ჯერობით ზუსტი გეგმები არ გამაჩნია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ვიგრძნობ თავს, მაგრამ ეს ბრძოლა არ იქნება მიმართული რეიტინგში პირველობის დასაბრუნებლად."

"შვეიცარიაში როდესაც დავბრუნდები, მაშინ მივიღებ გადაწყვეტილებას თუ რა გავაკეთო და როგორ ვიმოქმედო."



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018