სიახლეები / კალათბურთი / ქართული კალათბურთი
შენგელია კვლავ საუკეთესოა!... რამდენი ქულა ჩააგდო თორნიკემ?

თორნიკე შენგელია განაგრძობს შედეგიან თამაშს და ის თავის გუნდში აშკარა ლიდერია, თუმცა „ბასკონიას“ მოპოვება უჭირს. ბასკურმა გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში „ფუენლაბრადასთან“ წააგო.

შეხვედრა მადრიდში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით - 80:75 დასრულდა. ქართველმა ფორვარდმა 23:08 წუთში 20 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ.

თოკომ 9-დან 6 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 9-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთბაშად 8-ჯერ დაირღვა.

შედეგად, “ბასკონიას” კაპიტნის სარგებლიანობის კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

18-გუნდიან ესპანურ ლიგაში შენგელიას „ბასკონია“ მე-14 ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს 22 ოქტომბერს, შინ, “გიპუზკოა ბასკეტთან” გამართავს.

ინფორმაციის წყარო: GBF.Ge








კომენტარის დამატება