შერმადინის საოცრება!... რამდენი ქულა და მოხსნა მოაგროვა, 9:22 წუთში?

შერმადინის საოცრება!... რამდენი ქულა და მოხსნა მოაგროვა, 9:22 წუთში?

16-10-2017, 18:45

ესპანეთის ჩემპიონატში იოლი გამარჯვება მოიპოვა გიორგი შერმადინის „უნიკახამ“. მალაგელებმა „ბეტისს“ უმასპინძლეს და 28 ქულის სხვაობით - 99:71 სძლიეს.

იმ დროის გათვალისწინებით, რაც მოედანზე იყო, შერმადინი საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა. ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 9:22 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მიითვალა. მცირე ხნით თამაშის მიზეზი ის გახლდათ, რომ შერმადინმა ნაადრევად მიიღო პერსონალურები და მწვრთნელმა ის მოედნიდან მალე გაიყვანა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 5-დან 3 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

“უნიკახას” ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი 22 ოქტომბერს, სტუმრად, მადრიდის “რეალთან” ელის, დღეს კი, თორნიკე შენგელიას “ბასკონია” “ფუენლაბრადას” ესტუმრება.

ინფორმაციის წყარო: GBF.Ge

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით