"ბარსელონა" მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველის უკან დაბრუნებას შეეცდება

16-10-2017, 19:50

მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს. როგორც ადგილობრივი მასმედია იუწყება, "ბარსელონას" კვლავ სურს კლუბში ნახევარმცველის ხილვა.

ალკანტარა "ბარსელონადან" მიუნხენის "ბაიერნში" 2013 წელს გადავიდა 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ. აღნიშნული მომენტისათვის კატალონიაში ფეხბურთელის ნიჭში ეჭვი ეპარებოდათ.

მიუნხენის "ბაიერნში" ესპანელმა 4 სეზონი ჩაატარა. მან ამ პერიოდში 76 მატჩი ჩაატარა და 9 გოლიც გაიტანა. კლუბის შემადგენლობაში ტიაგომ უკვე 9 ტიტულის მოგება შეძლო, მათ შორის 4 უშუალოდ "გერმანიის ჩემპიონატი" იყო.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ბარსელონას" შემადგენლობაში ალკანტარას ძმა - რაფინია თამაშობს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით