"სელტა" "ბარსელონას" ფორვარდის ყიდვას გეგმავს

16-10-2017, 20:29

იანვარში "ბარსელონას" თავდამსხმელი პაკო ალკასერი შესაძლოა "სელტაში" გადავიდეს. ესპანური მასმედიის ინფორმაციით, "სელტას" მთავარი მწვრთნელი ხუან კარლოს უნსუე ფორვარდით მნიშვნელოვნადაა დაინტერესებული.

კატალონიური კლუბი მზადაა ფეხბურთელის გასაშვებად იმდენად, რამდენადაც ვერ ხედავს მოთამაშეს გუნდის ძირითად შემადგენლობაში. "ბარსელონა" მზადაა სანაცვლოდ თუნდაც იმ თანხის ნახევარი მიიღოს, რაც კლუბმა მის შესყიდვაში დახარჯა.

შეგახსენებთ, რომ პაკო ალკასერი "ბარსელონაში" 2016 წელს გადავიდა 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა მოედანზე მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა და განსაკუთრებულად არც დაუმახსოვრებია თავი გულშემატკივართათვის.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით