ისკოს კომენტარი "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მატჩამდე

ისკოს კომენტარი

16-10-2017, 22:49

მადრიდის "რეალის" და "ესპანეთის" ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ისკომ "ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა "ტოტენჰემთან" გასამართი მატჩის შესახებ.

"ჩემპიონთა ლიგა" მადრიდის "რეალისთვის" ყოველთვის გამორჩეული მნიშვნელობის მატარებული იყო. ხვალ კარგი შანსი გვექნება იმისათვის, რათა ჯგუფში პოზიცია გავიმყაროთ. შევეცდებით კარგად ვითამაშოთ და 3 ქულა მოვიპოვოთ."

"მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში თამაში არ არის მარტივი. სულ უნდა იგებდე. კლუბში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ძალიან რთულია. მე ვფიქრობ, რომ დამსახურებულად ვარ შემადგენლობაში. დიდი ხანი ველოდი ამ დროს და მზად ვიყავი. რამდენიმე წლის განმავლობაში თავდაუზოგავად ვშრომობდი სწორედ ამ მომენტისათვის."

"გასახდელში მშვენიერი ატმოსფეროა. არ არსებობს მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა გვჯეროდეს საკუთარი ძალების, განსაკუთრებით კი იმის ფონზე, თუ რასაც მივაღწიეთ გასულ სეზონში. ჩვენ სხვა ტიტულების მოგებაც გვწყურია. შემადგენლობის როტაცია კარგ შედეგებს იძლევა. ამ მომენტიდან მოყოლებული "რეალი" უფრო და უფრო უკეთ ითამაშებს, ტრავმირებული მოთამაშეებიც უბრუნდებიან ძირითად შემადგენლობას." განაცხადა ესპანელმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი "რეალი" - "ტოტენჰემი" ხვალ გაიმართება "სანტიაგუ ბერნაბეუზე".

შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით