ვის ხვდება საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში?

ვის ხვდება საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში?

17-10-2017, 11:38

24-30 ოქტომბერს საქართველოს 17–წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს იწყებს. ისინი ტურნირისწინა ბოლო დასკვნით შეკრებას 17 ოქტომბრიდან დაიწყებენ და საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაერთვებიან.

გიორგი ნემსაძის გუნდი უმასპინძლებს: იტალიის, მონტენეგროსა და ლატვიის ნაკრებებს.

მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია სასურველი 23 ფეხბურთელი:

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), მამუკა ბახტაძე (საბურთალო), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ);

მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), დავით სამსონია (საბურთალო), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ზურაბ ჭავჭანიძე (დინამო თბ), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი);

ნახევარმცველები: გიორგი ლომთაძე (დინამო თბ), გიორგი შალიკაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი გაგუა (იბერია 2010), ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო) , ლუკა-სებასტიან შვარცი (კარლსრუე, გერმანია), დავით ლორთქიფანიძე (ვალგობია ძანანო, იტალია), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ზურიკო დავითაშვილი (დინამო თბ), ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში 24 ოქტომბერს საქართველო ლატვიას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. 27 ოქტომბერს გიორგი ნემსაძის გუნდი მონტენეგროს შეხვდება, 30-ში კი - იტალიას. ელიტ-რაუნდის საგზურს ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.

ინფორმაციის წყარო: Gff.Ge

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით