Image

დიქსონის მონაგარი – 14 ქულა, 9 პასი, 3 მოხსნა

სიახლეები / კალათბურთი / ქართული კალათბურთი 17-ოქტ, 11:459 manchester3 421


საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა მაიკლ დიქსონმა საფრანგეთის ეროვნულ ჩემპიონატში შედეგიანად ითამაშა, მისმა “სტრასბურგმა” კი “ლიმოჟთან” გასვლითი მატჩი 74:80 წააგო.

დიქსონი სასტარტო ხუთეულში იყო და 34 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა, 9 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მაიკლმა 4-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

2 მოგებითა და 3 მარცხით “სტრასბურგი” საფრანგეთის ჩემპიონატში მე-18 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 21 ოქტომბერს, შინ, “ტულონთან” გამართავს.

ინფორმაციის წყარო: GBF.Ge

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
იანვარი 2019 (414)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
აგვისტო 2018 (535)
რეკლამა