მადრიდის "რეალმა" ჰარი კეინის შემცვლელი გამოძებნა

მადრიდის

17-10-2017, 13:42

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ "ტოტენჰემის" თავდამსხმელ ჰარი კეინს შემცვლელი მოუძებნა. ინგლისელ ფორვარდთან წარუმატებლობის შემთხვევაში, "რეალი" მზადაა მოლაპარაკებები "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა თავდამსხმელ მარკუს რეშფორდთან წამოიწყოს.

როგორც "Don Balon" იუწყება, სამეფო კლუბი ფორვარდს სწორედ ინგლისის ჩემპიონატიდან ეძებს. კლუბის მთავარ სამიზნედ მაინც "ტოტენჰემის" 24 წლის თავდამსხმელი ჰარი კეინი რჩება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ჰარი კეინს 222 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით