ოფიციალურად: მესუთ ოზილის მომავალი გაირკვა

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / ტრანსფერები 17-ოქტ, 19:049 GioToServe 2546 0





"Daily Mirror" იუწყება, რომ ლონდონის "არსენალმა" ნახევარმცველ მესუტ ოზილის გაყიდვის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. კლუბი ფეხბურთელს ზამთარში გაყიდის და უკვე მზადაა პოტენციურ მყიდველთა შემოთავაზებების განსახილველად.

წყაროს ინფორმაციით, "არსენალმა" მესუტ ოზილთან ახალი ხელშეკრულების თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. კლუბი სულ რამდენიმე თვეში შეეცდება გერმანელი ფეხბურთელის გაყიდვას იმდენად, რამდენადაც სეზონის დასასრულს ოზილი უკვე თავისუფალი აგენტი გახდება და მის სანაცვლოდ კლუბი ფინანსურ ანაზღაურებას ვეღარ მიიღებს.

ცოტა ხნის წინ, "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო სეზონში ალექსის სანჩესსა და მესუტ ოზილს გაყიდის. ფეხბურთელებმა უარი განაცხადეს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.

მასმედიის ინფორმაციით, გერმანელს სურს იმ კლუბში გადასვლა, რომელიც შეძლებს მისთვის კვირაში 350 ათასი ფუნტის გადახდას. ეს საკითხი კი უდავო პრობლემად რჩება და მესუტის მიმართ ინტერესი შესაძლოა ძალიან ცოტა კლუბმა გამოხატოს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ინგლისის "პრემიერ-ლიგაში" მესუტ ოზილმა 6 შეხვედრა ჩაატარა "არსენალის" შემადგენლობაში. იგი დასამახსოვრებელი ქმედებებით არ გამოირჩეოდა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა