სამწუხარო ინფორმაცია რაფაელ ნადალის გულშემატკივართათვის

სიახლეები / ჩოგბურთი / მსოფლიო ჩოგბურთი 17-ოქტ, 21:059 GioToServe 1248 0





ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი "ATP ბაზელის" ტურნირზე ვეღარ შეძლებს ასპარეზობას. ჩემპიონატი 23-დან 29 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

როგორც წყარო "Tennis World" იუწყება, ჩოგბურთელის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზად მუხლის ტრავმა სახელდება. მოთამაშემ მუხლი "ATP შანხაის" ტურნირზე დაიზიანა.

შეგახსენებთ, რომ ჩინურ "მასტერსზე" წარმატებული ასპარეზობის შემდგომ, რაფამ განაცხადა: "არ ვიცი შევძლებ თუ არა შვეიცარიაში ან პარიზში თამაშს."

"Tennis World" აღნიშნავს იმასაც, რომ ესპანელი მაინც იტოვებს საფრანგეთში თამაშის იმედს და არ აპირებს "ATP"-ის შემაჯამებელი ტურნირის გამოტოვებას.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა