სიახლეები / კალათბურთი / ქართული კალათბურთი / NBA
რამდენი ქულა მოაგროვა ზაზა ფაჩულიამ 10:14 წუთში?

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ნბა-ში ახალი, მისთვის მე-15 სეზონი დაიწყო.

"გოლდენ სტეიტის" ცენტრმა "ჰიუსტონ როკეტსთან" შეხვედრაში, პარკეტზე 10:14 წუთი გაატარა. ამ დროის მანძილზე მან გუნდს 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 ბლოკ-შოტი შესძინა.

ზაზა მეტოქის ფარს 100-პროცენტიანი შედეგით უტევდა, ორიდან ორი ორქულიანი და 2-დან ორი საჯარიმო სროლა ზუსტად მოათავსა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მისმა გუნდმა პირველი სამი შეხვედრა მოიგო და თითქოს ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა. როგორც ჩანს მხიარულება ნაადრევი იყო, რადგან "ოქროს ბიჭებმა" ბოლო, მე–4 პერიოდი 34:20 წააგეს და ერთი ქულის სხვაობით, 121:122 დამარცხდნენ.








კომენტარის დამატება