სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ტრანსფერები / ტალანტები
"ბარსელონა" 17 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელით დაინტერესდა

როგორც "Football.Fr" იუწყება, კატალონიური კლუბის სკაუტები "ფლამენგოს" თავდამსხმელით - ლინკოლნით დაინტერესდნენ.

ამჟამად, ინდოეთში მიმდინარეობს "მსოფლიო ჩემპიონატი" 17 წლამდე ფეხბურთელთა შორის. ლინკოლნმა შეძლო თავის გამოჩენა და 3 ბურთი გაიტანა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ფლამენგო" ლინკოლნის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში კლუბს ფასიც აქვს მოფიქრებული მის სანაცვლოდ - 30 მილიონი ევრო.






Реклама


კომენტარის დამატება