საინტერესო ფაქტი: რატომ თქვა უარი 2003 წელს "ლივერპულმა" რონალდუზე?

საინტერესო ფაქტი: რატომ თქვა უარი 2003 წელს

18-10-2017, 17:44

"ლივერპულის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ 2003 წლის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსენა. მისი თქმით მერსისაიდელებს მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს შეძენის საშუალება ჰქონდათ.

"ტულონში გამართულ ტურნირზე პირველად ვიხილე პორტუგალიელის თამაში. მის შეძენას ვცდილობდით, თუმცა ფინანსური მოთხოვნები ვერ დავაკმაყოფილეთ.

იმ პერიოდში პორტუგალიელის ალტერნატივა ჰარი კიუელი გახდა. ამან კი საბოლოოდ გაგვიქრო "სპორტინგის" თავდამსხმელის შეძენის სურვილი, რისთვისაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" 14 მილიონი ევრო გამოყო",
– აცხადებს ჟერარ ულიე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით