სავარაუდოდ: რომელ წელს ჩატარდება ევრობასკეტი საქართველოში?

სიახლეები / კალათბურთი / ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 18-ოქტ, 17:549 manchester3 795 0






მოგეხსენებათ, ფიბა-მ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა და ამიერიდან ევრობასკეტი 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება. შესაბამისად, მომავალი ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს დაიწყება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ევრობასკეტ 2021-ის ქვეჯგუფის მასპინძლობის სურვილი ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობასთან დააფიქსირა.

"ფიბა-ს ხელმძღვანელებთან უკვე დავაფიქსირეთ ჩვენი ფედერაციის სურვილი, ვუმასპინძლოთ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ჯგუფს" - განაცხადა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ.

"მომავალ გაზაფხულს ფიბა-ს აღმასრულებელი ორგანო, ეგრედ წოდებული ბორდი შეიკრიბება და საბოლოოდ გადაწყდება მომავალი ევრობასკეტის ჩატარების ფორმატი. ბოლო ორმა ჩემპიონატმა აჩვენა, რომ ტურნირის რამდენიმე ქვეყანაში ჩატარება საკმაოდ მისაღებია...

მართალია, 2021 წლის ევრობასკეტის მთლიანად ჩატარების წინასწარი სურვილით ესპანეთმა გამოთქვა, მაგრამ ვფიქრობ, ბოლო წლების დადებითი მაგალითი გადააწყვეტინებს ფიბა-ს, ფორმატი არ შეცვალოს და ტურნირის ჯგუფებს სხვადასხვა ქვეყნებმა უმასპინძლონ. ასეთ შემთხვევაში, გამოცხადდება ის პირობები, რაც ევრობასკეტის მასპინძლობის მსურველმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს და ჩვენ მზად ვართ, ამ მხრივ ვიმუშავოთ და ფიბა-ში უკვე ოფიციალური განაცხადი შევიტანოთ“,
– აცხადებს გაბრიჩიძე.

ინფორმაციის წყარო: GBF.ge



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018