როგორ გამოიყურება ზაზა ფაჩულიას საჩემპიონო ბეჭედი? (+ ფოტო)

სიახლეები / კალათბურთი / ქართული კალათბურთი / NBA 18-ოქტ, 18:009 manchester3 982 0





დღეს ზაზა ფაჩულიას მართლაც, რომ გამორჩეული დღე ჰქონდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-კაპიტანმა ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საჩემპიონო ბეჭედი მოირგო.

დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ნბა-ში საჩემპიონო ბეჭდებს მის მფლობელებს ჩემპიონატის პირველი მატჩის წინ ურიგებენ.

დღეს ფაჩულიას „გოლდენ სტეიტმა“ ახალი სეზონის სადებიუტო მატჩი გამართა „ჰიუსტონთან“, რის დაწყებამდეც ლიგის ბოსებმა მას და ყველა გოლდენსტეიტელს ძვირფასი ბეჭედი გადასცეს.

რაც შეეხება მატჩს, "გოლდენ სტეიტი" 1 ქულის სხვაობით, 121:122 დამარცხდა. "ჰიუსტონ როტეტსი“ წლეულს საკმაოდ გაძლიერდა და როგორც ჩანს, ოკლენდური გუნდის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი იქნება დასავლეთში.

როგორ გამოიყურება ზაზა ფაჩულიას საჩემპიონო ბეჭედი? (+ ფოტო)



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა