სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი
"ლესტერ სიტიმ" ახალი მთავარი მწვრთნელი გამოძებნა
როგორც "Daily Mail" იუწყება, "ლესტერ სიტი" "ბარნლის" მწვრთნელის - შონ დაიჩისათვის აპირებს კონტრაქტის შეთავაზებას.
მწვრთნელ კრეიგ შექსპირის პოსტიდან დათხოვნის შემდგომ, კლუბი ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. 2015-2016 წლის სეზონის "პრემიერ ლიგის" ჩემპიონთათვის, სწორედ დაიჩი მიიჩნევა ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად.
მწვრთნელის ოჯახი ნორთჰემპტონში ცხოვრობს, ამიტომ დაიჩისთვის შესაძლოა მისაღები აღმოჩნდეს "ლესტერის" შემოთავაზება იმდენად, რამდენადაც ლესტერიდან ნორთჰემპტონამდე სულ რაღაც 1 საათის სავალი გზაა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, "ლესტერ სიტის" პოტენციურ მწვრთნელად ტომას ტუხელიც განიხილებოდა, მაგრამ გერმანელმა სპეციალისტმა უარი განაცხადა ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობაზე.

ზიდანის პოსტიდან დათხოვნის შემთხვევაში, "რეალის"...
ლევანდოვსკი "რეალის" წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა...
"საზეიმო განწყობა არ მაქვს..." - კლოპის...
სტივენ ჯერარდი: "სალაჰი მსოფლიოს საუკეთესო...
მოქმედი ფეხბურთელებიდან ვის აქვს ყველაზე მეტი...
" სახლი კი არა ნამდვილი სამოთხეა " - ნახეთ როგორ...