ანჩელოტი შესაძლოა ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია / გუნდები 19-ოქტ, 19:319 GioToServe 270 0





ხორვატიის საფეხბურთო კავშირი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე კარლო ანჩელოტის კანდიდატურას განიხილავს. როგორც "Gazzetta dello Sport" იუწყება, იტალიელი სპეციალისტი ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს შესაძლოა 2018 წლის "მსოფლიო ჩემპიონატის" მიმდინარეობისას გაუძღვეს.

ამ მომენტისათვის გუნდს ზლატკო დალიჩი უძღვება. სპეციალისტი ფინლანდიასთან 1:1 ფრეს თამაშის შემდგომ დანიშნეს აღნიშნულ პოზიციაზე. მწვრთნელის ხელმძღვანელობით ხორვატიამ უკრაინის დამარცხება (2:0) შეძლო და "პლეი-ოფში" თამაშის უფლებაც მოიპოვა.

ხორვატიის ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში რუსეთში გასამართი "მსოფლიო ჩემპიონატის" საგზურს მოიპოვებს. მოვლენების ასეთი განვითარების ფონზე, ხორვატიის საფეხბურთო ფედერაცია ანჩელოტისთან გააფორმებს ხელშეკრულებას.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში მიუნხენის "ბაიერნის" იტალიელი მწვრთნელი პოსტიდან გაანთავისუფლებს. სპეციალისტის კლუბში ნახვა "მილანსა" და "ლესტერსაც" სურს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა