სიახლეები / ფეხბურთი / ჩოგბურთი
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავების Top10!

Forbes–მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავების Top10 შემოგვთავაზა. აღნიშნულ სიაში მოხვდნენ ცნობილი სპორტსმენები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები.

პირველ ადგილს ბრიტანელ მწერალი ჯოან როულინგი იკავებს (95 მლნ დოლარი), მეორეზე კი პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუა (93 მილიონ დოლარი). სამეულის მესამე წევრი გახლავთ მუსიკალური ჯგუფი Coldplay (88 მლნ დოლარი).

ჩვენთვის ცნობილმა სპორტსმენებმა სიაში შემდეგი ადგილი დაიკავეს:

როჯერ ფედერერი (მე-5 ადგილი, 64 მლნ), რორი მაკილროი (მე-9 ადგილი, 50 მლნ), ლუის ჰემილტონი (მე-11 ადგილი, 46 მლნ), სებასტიან ფეტელი (მე-14 ადგილი, 38,5 მლნ), ნოვაკ ჯოკოვიჩი (მე-15 ადგილი, 37,6 მლნ), ფერნანდო ალონსო (მე-17 ადგილი, 36 მლნ), გარეტ ბეილი (მე-18 ადგილი, 34 მლნ), კონორ მაკრეგორი (მე-19 ადგილი, 34 მლნ) და ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მე-20 ადგილი, 32 მლნ).








კომენტარის დამატება