დღის ახალი ამბები

„ეს როგორ უნდა დავიჯერო არ ვიციიი...“ - რას წერენ 20 წლის ფეხბურთელზე, რომელიც ვერაგმა ვირუსმა დაუნდობლად შეიწირა

„ეს როგორ უნდა დავიჯერო არ ვიციიი...“ - რას წერენ 20 წლის ფეხბურთელზე, რომელიც ვერაგმა ვირუსმა დაუნდობლად შეიწირა
10-09-2021, 22:40

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი გარდაიცვალა.

20 წლის ფეხბურთელი სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსის დიაგნოზით 12 დღის წინ შეიყვანეს. მას ვირუსმა ფილტვები მნიშვნელოვნად დაუზიანა, რის გამოც ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდარ ტრაგედიას ვახოს მეგობრები და ნათესავები ეხმაურებიან და წერენ, რომ ამ ამბის დაჯერება შეუძლებელია.

"ეს როგორ უნდა დავიჯერო არ ვიცი...ვერ ვიჯერებ".

"ვახუნა როგორ მატკინე გული ღმერთო რა უსამართლობაა ღმერტოოო,ვერვიჯერებ".

"ვიზიარებ, ყველაზე ძლიერი გულის ადამიანი აღმოჩნდა ვინც კი ამ დროის მანძილზე მინახავს! ძლიერი და მებრძოლი ბიჭი".

ვახუნა ეს რა გავიგე ღმერთმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი", - წერენ ვახოს ფოტოებზე მეგობრები.

წყარო: resonancedaily.com





გაზიარება
მოინახულეს 1 573-ჯერ
კომენტარები
რეკლამა