შენგელიას მონაგარი – 11 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი

შენგელიას მონაგარი – 11 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი

20-10-2017, 12:52

თორნიკე შენგელიას „ბასკონიას“ წაარუმატებლობა გრძედება. ესპანეთის ჩემპიონატის შემდეგ ვიტორიულმა კლუბმა მარცხი განიცადა ევროლიგაში, სადაც თელ ავივში „მაკაბის“ შეხვდა. მასპინძლებმა შეხვედრა 6 ქულით - 74:68 მოიგეს.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მატჩის მონაწილეთაგან ყველაზე მეტი - 32:50 წუთი გაატარა. თოკომ 9-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა და 11 ქულას 5 მოხსნა და 3 პასი წაამატა. ქართველ ლეგიონერს ბურთი არ დაუკარგავს, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ბასკონიას” მხრიდან საუკეთესო ფრანგი როდრიგ ბობუა იყო 22 ქულით, “მაკაბის” კი ამერიკელებმა – ნორის კოულმა (24 ქულა) და დეშუან ტომასმა (17) ულიდერეს.

შენგელიას გუნდი ევროლიგაში მომდევნო შეხვედრას 25 ოქტომბერს, შინ, თანამემამულე“ვალენსიას” წინააღმდეგ გამართავს.

ინფორმაციის წყარო: GBF.ge

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით