რონალდუ და მესი კვირის საუკეთესო 3 მოთამაშეს შორის ვერ მოხვდნენ

რონალდუ და მესი კვირის საუკეთესო 3 მოთამაშეს შორის ვერ მოხვდნენ

20-10-2017, 18:23

მიმდინარე სეზონის "ჩემპიონთა ლიგის" კვირის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენის არჩევნებში "სპარტაკის" "ვინგერმა" ქვინსი პრომესმა მიღებული ხმებით კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის გადაუსწრო, მაგრამ მაინც მესამე ადგილს დასჯერდა.

კვირის საუკეთესო მოთამაშედ "ეგვიპტის" ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი დასახელდა. მან "მარიბორის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში 2 ბურთის გატანა შეძლო და 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა. საბოლოოდ, "ლივერპულმა" 7:0 ანგარიშით მოიპოვა გამარჯვება. გამოკითხულთა 51%-მა სწორედ "ვინგერს" დაუჭირა მხარი.

კვირის მეორე საუკეთესო მოთამაშედ "ბეშიქთაშის" თავდამსხმელი ჯენკ ტოსუნი დასახელდა. მან "მონაკოს" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში 2 გოლი გაიტანა (2:1). რესპოდენტთა 7%-მა თურქს მისცა ხმა.

"სპარტაკის" "ვინგერი" ქვინსი პრომესი კი მესამე ადგილს დასჯერდა. რუსულმა კლუბმა "სევილია" 5:1 ანგარიშით დაამარცხა. მატჩში ჰოლანდიელმა 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ნახევარმცველს 7%-მა დაუჭირა მხარი.

ამასთანავე, ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა გამოკითხვის მონაცემებით გადაუსწრო ისეთ ვარსკვლავ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ლიონელ მესი (7%), კრიშტიანუ რონალდუ (2%), ნეიმარი (2%) და ედენ აზარი (1%).

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით