მიუნხენის "ბაიერნის" დატოვებას კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი აპირებს

მიუნხენის

20-10-2017, 18:53

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი არტურო ვიდალი კლუბის დატოვებას გეგმავს. როგორც ჩანს, ფეხბურთელი უკმაყოფილოა მისთვის გამოყოფილი სათამაშო დროით.

მასმედიის ინფორმაციით, ანჩელოტის დათხოვნისა და კლუბში ახალი მთავარი მწვრთნელის მოსვლის შემდგომ, ჩილელმა შესაძლოა კლუბის ძირითად შემადგენლობაში თავისი ადგილი დაკარგოს. გუშინწინ, „ჩემპიონთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის მატჩში ვიდალი სათადარიგო სკამზე დარჩა.

მილანის „ინტერს“ უკვე დიდი ხანია სურს ფეხბურთელის ყიდვა და შესაძლოა არც თუ მარტივი სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს. ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც „ინტერი“ ჩილელს იანვარში შესთავაზებს კონტრაქტს.

შეგახსენებთ, რომ არტურო ვიდალი 2015 წელს „იუვენტუსიდან“ მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა. მან გერმანული კლუბის შემადგენლობაში 62 მატჩი ჩაატარა და 9 გოლის გატანა შეძლო.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით