ფაჩულიას მონაგარი – 8 ქულა, 8 მოხსნა, 1 ჩაჭრა

სიახლეები / კალათბურთი / ქართული კალათბურთი / NBA 21-ოქტ, 11:149 manchester3 1309 0





საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსკაპიტან ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტმა“ ნბა-ს ახალდაწყებული ჩემპიონატის მეორე მატჩი ნიუ ორლეანში, „პელიკანსთან“ გამართა და პირველი გამარჯვება იზეიმა. სადებიუტო მატჩში ჰიუსტონთან“ წაგების შემდეგ ოკლენდელებმა მობილიზებულად ითამაშეს ნიუ ორლეანში და ადგილობრივი გუნდი 128:120 დაამარცხეს.

ზაზა ფაჩულია საკმაოდ შედეგიანი იყო. ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 21 წუთი დაჰყო. ზაზამ 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში ფაჩულიას 8 ქულა, 8 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაუგროვდა. ქართველ ცენტრს პასივში 3 დაკარგვა ჰქონდა.

მოქმედ ჩემპიონებს 23-23 ქულით სტეფ კარიმ და კლეი ტომპსონმა ულიდერეს. კევინ დიურანტმა 22 ქულა მიითვალა. ნიუორლეანელებს 32 ქულითა და 16 მოხსნით ენტონი დევისმა ულიდერა. დემარკუს კაზენსმა 23 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.

თითო მოგებ-წაგების მქონე „გოლდენ სტეიტს“ მომდევნო მატჩი 22 ოქტომბერს მემფისში „გრიზლისთან“ ელის.

ინფორმაციის წყარო: GBF.ge



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა