ბენზემას აგენტის ოფიციალური განცხადება: მიდის თუ რჩება ფრანგი?!

ბენზემას აგენტის ოფიციალური განცხადება: მიდის თუ რჩება ფრანგი?!

21-10-2017, 12:21

ბოლო დროს ძალიან ბევრი იწერებოდა "ტოტენჰემის" ფეხბურთელ ჰარი კეინზე. გავრცელებული ინფორმაციით ინგლისელი ცენტრალური თავდამსხმელი კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებდა.

რაც შეეხება "სამფო კლუბის" 9–იანს კარიმ ბენზემას, მას ლონდონის "არსენალში" გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ.

29 წლის ფორვარდის აგენტმა კარიმ ჯაზირიმ განაცხადა, რომ მისი კლიენტი სამუშაო ადგილის შეცვლას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციები კი უბრალოდ დიდი ჭორებია.

"ბენზემა მადრიდში თავს იდეალურად გრძნობს. გასულ თვეში კონტრაქტი გააფორმა და კლუბის დატოვებას ნამდვილად არ აპირებს.

კლუბის ხელმძღვანელობა ენდობა მას. შესაბამისად, კიდევ მრავალი წელი, შეუცვლელ ფიგურად დარჩება",
– აცხადებს ჯაზირი.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით