სიახლეები / ფეხბურთი / არგენტინა / გუნდები
მესი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გამოიძახეს

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი „არგენტინის“ ეროვნულმა ნაკრებმა გამოიძახა. გუნდი რუსეთის წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრის ჩასატარებლად ემზადება.

ხორხე სამპაოლიმ ეროვნულ ნაკრებში კიდევ სამი ფეხბურთელი გამოიძახა პეტერბურგის „ზენიტიდან“. ესენია: ლეანდრო პარედესი, მათიას კრანევიტერი და ემილიანო რიგონი.

გუნდის შემადგენლობა ამგვარად გამოიყურება:

მეკარე: რომერო, გუზმანი, მარჩესინი.
მცველები: მასკერანო, ფაციო, მერკადო, ოტამენდი, პეცელია.
ნახევარმცველები: სალვიო, ბილია, ბანეგა, აკუნა, პარედესი, რიგონი, კრანევიტერი, გომესი, პეროტტი.
თავდამსხმელები: მესი, აგუერო, იკარდი, დი მარია, დიბალა.








კომენტარის დამატება