"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბენფიკას" ახალგაზრდა მცველით დაინტერესდა

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / ტრანსფერები / ტალანტები / ფეხბურთელების მონაცემები 21-ოქტ, 18:289 GioToServe 257 0





ინგლისური მასმედიის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბენფიკას“ განაპირა მცველის - ალეხანდრო გრიმალდოს შეძენას ლამობს.

როგორც გამოცემა „Record” ამტკიცებს, ესპანელი ფეხბურთელით უშუალოდ „წითლების“ მთავარი მწვრთნელი - ჟოზე მაურინიო არის დაინტერესული.

გარიგების სავარაუდო თანხა 40 მილიონ ევროს უტოლდება, რაც სრულიად შეესაბამება ფეხბურთელის პოტენციალს. ესპანეთში გრიმალდოს „ახალ ჟორდი ალბას“ უწოდებენ.

23 წლის ასაკში გრიმალდო ღირსეულ ფეხბურთს აჩვენებს და ბევრი თვლის, რომ შუძლია „ბარსელონას“ მარცხენა მცველს კონკურენციაც კი გაუწიოს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა